სოცქსელი

«გვარამიას-გაბუნიას რაღაც საოცრება აქვთ დაგეგმილი საარჩევნოდ»

«პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრის» დამფუძნებელი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

“მოდით დავფიქრდეთ ვის ინტერესში შედის გაბუნიაზე თავდასხმა, სიცოცხლის მოსპობის მიზეზით და რატომ?!

ვერსია N1 – რუსეთი:
რუსეთს არგუმენტები და მიზეზი აქვს, ერთი წლის წინ მათ პრეზიდებტს გაბუნია მოიხსენიებდა უკანასკნელი სიტყვებით! ამისთვის რუსეთის სპეც სამსახურებს შეეძლოთ კადიროვის კლანის გამოყენება. აქვე ერთი წინადადებით ვაქარწყლებ ამ ვერსიას! რუსეთს როდესაც ვინმეს ლიკვიდაცია უნდა იმას ისე აკეთებს, რომ ჩვენი “სუსი” კი არა, ვერც ცენტრალური სადაზვერვო კომიტეტი და ვერც მი-6 ვერ უშიფრავს მაგ საქმეს!

ვერსია N2 პოლიტიკური კონკურენცია კერძოდ ოცნება და ოცნებასთან დაახლოებული “ტიპები”…
– სასიკვდილოდ არა მგონია ვინმეს ემეტებოდეს გაბუნია, მით უფრო ეს ვნებათა ღელვას გამოიწვევს, მაგრამ რაც მართალია მისი გადაცემები ბევრს აღიზიანებს… მაგრამ სიკვდილი?! არა მგონია! უფრო დაშინება! თუ ეს “ოცნების” წიაღში დაიგეგმა ალბათ შესაშინებელ დანიშნულებას ატარებდა და არა სიცოცხლის მოსპობის მცდელობას!

ვერსია N3 გვარამია-გაბუნიას (ნაცების) გეგმა:
– სიმართლე გითხრათ ყველაზე რეალისტურად სწორედ ეს ვერსია მიმაჩნია! ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს მაგრამ ამ ეტაპზე ორს გამოვყოფ!

ა) გვარამია-გაბუნია ხედავს რომ ტვ პირველის მელაძე ბევრად სკანდალურ გადაცემებს აკეთებს ვიდრე ტვ “მთავარი” და ამ კარგად დაგეგმილი პროვოკაციით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ! რეიტინგებს ვგულისხმობ!

ბ) გვარამიას-გაბუნიას რაღაც საოცრება აქვთ დაგეგმილი საარჩევნოდ და ამიტომ თავიდანვე-დასაწყისშივე სურთ დახატონ წამებულები საკუთარი თავიდან, რადგან ის სიბინძურე გაპრავდეს რაც ამ TV-დან უნდა წამოვიდეს წინასაარჩევნოდ!»

Loading…

მსგავსი პოსტები

«ვაი თქვენს სუნთქვას, რომ სუნთქვა ქვია და ჩემი ბიჭისას უსუნთქობა!!!»-14 წლის ლუკა ბასილაძის დეიდა ემოციურ მიმართვას ავრცელებს

«ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია»

roma sajaia

«ლელო» კი არა, «ტყ@ნა და შიმშილი» დაგერქმია»

დატოვე კომენტარი