covid-19მსოფლიოში

გერმანია კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ამკაცრებს

28 ოქტომბერს გერმანიის კანცლერი და ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ კორონა ვირუსის პანდემიის საწინააღმდეგო ახალ ღონისძიებებზე. 2 ნოემბრიდან დაიკეტება რესტორნები, კინოები, თეატრები და სხვა გასართობი დაწესებულებები, სასტუმროებს კი აღარ ექნებათ ტურისტების მიღების უფლება. სკოლები და საცალო ვაჭრობის ობიექტები ღია დარჩება. მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ კერძო შეხვედრებისაგან. საჯარო სივრცეებში დასაშვებია მხოლოდ ათამდე პირის შეკრება ორი სხვადასხვა ოჯახიდან. შეზღუდვების კონტროლს ფედერალური მიწების ადგილობრივი პოლიციის გარდა განახორციელებს ასევე ფედერალური პოლიცია. გერმანიაში ჩამსვლელებს მოუწევთ 14-დღიანი კარანტინის გავლა. კარანტინი არ მოუწევთ მხოლოდ პირებს, რომლებიც კოვიდ-ინფექციის არარსებობის დამადასტურებელ ტესტს წარადგენენ. 2020 წლის 8 ნოემბრიდან სავარაუდოდ ძალაში შევა კარანტინის ახალი რეგულაციები. ამ შემთხვევაში კარანტინის ვადა დაყვანილი იქნება 10 დღემდე, მაგრამ შეიძლება დასრულდეს მხოლოდ 5 დღის შემდეგ ჩატარებული ტესტის საფუძველზე. ამ ღონისძიებების მიზანს წარმოადგენს ერთი კვირის მანძილზე 100.000 სულ მოსახლეზე ახალი ინფიცირების რიცხვის 50-მდე დაყვანა. ამჟამად ეს ციფრი ერთი დღის განმავლობაში 100.000 სულ მოსახლეზე 20-ს წარმოადგენს. 28 ოქტომბერს ვირუსისგან 98 ადამიანი გარდაიცვალა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

მეგან მარკლის და პრინცი ჰარის უცნაურმა გადაწყვეტილებამ მსოფლიო გააოცა

«რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება და ეს იქნება ემერჯენსცენტრი»

ბაღდათში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია დაიბომბა

დატოვე კომენტარი