მსოფლიოში

გერმანიამ საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვა 14 ივნისამდე გაახანგრძლივა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის განცხადებით, ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვა 14 ივნისამდე გაახანგრძლივა. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება ვერ დაუშვებდა საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენას და რომ ამ საკითხზე მეზობელ ევროპულ ქვეყნებთან კოორდინაციაშია. „ვიმედოვნებთ, რომ არ მოგვიწევს აღნიშნული აკრძალვის 14 ივნისის შემდეგ გახანგრძლივება, თუმცა ჯერ იმ ეტაპზე არ ვართ, რომ მოგზაურობის რეკომენდაცია გავცეთ“, — განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 160 479 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 6 314 ადამიანი კი გარდაიცვალა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«შესაძლოა ვირუსი უხანის ბაზრობაზე გამოჩენამდეც არსებობდა»

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი თუ გააგრძელებდა ვეტოს გამოყენებას…

აშშ-ში გრძელდება საპროტესტო აქციები

დატოვე კომენტარი