განცხადებები

«გეიფილმის პრემიერა შედგა…იმ ღმერთმა გიშველოთ, რომელმაც ცეცხლის წვიმით დაწვა სოდომი და გომორი!..»-ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელში, ქართულ-შვედური ფილმის «და ჩვენ ვიცეკვეთ» პრემიერას გამოეხმაურა:

«დილიდან, ზონდერ-ტელეკომპანიები ისეთი სიხარულით გვამცნობენ, რომ ხალხის პროტესტის მიუხედავად გეიფილმის პრემიერა შედგა თბილისის და ბათუმის 6-ივე კინოთეატრში და დღეს და ხვალაც გაგრძელდება მისი ჩვენებაო, თითქოს, ქვეყნის დეოკუპაცია მოხდა და თანაც, ნატო-ევროკავშირში გავწევრიანდით ერთბაშად! ვაი, თქვენს პატრონს, თქვე საცოდავებო, ცალტვინა უგვანოებო! მინდა, იმათაც გითხრათ, ვინც ფბ-ზე და ზოგადადაც ქილიკობთ იმ ხალხზე, ვინც გულწრფელად აპროტესტებს სოდომიზმის ცოდვის ლეგალიზების მცდელობას საქართველოში! აი, მაგ ღლიცინით, ვითომ «პრადვინუტობით», სინამდვილეში კი «მებრძოლი ათეიზმით», თქვენ თანამონაწილენი ხდებით გეიპროპაგანდის გავრცელებისა და ამას ისეთი ამპარტავნებით აკეთებთ, თითქოს, თქვენი დონის «ინტელექტუალები» ჯერ არ დაბადებულან დედამიწაზე!

ამიტომ, თქვენც ძალიან ცოდონი ხართ, მართლა მებრალებით, რადგან თქვენი ცინიზმით არამხოლოდ ქვეყანას, საკუთარ თავსაც, საკუთარ შვილებსაც ავნებთ! და მაინც, იმ ღმერთმა გიშველოთ, რომელმაც ცეცხლის წვიმით დაწვა სოდომი და გომორი!..»-წერს ჯუმბერ კირვალიძე

Loading…

მსგავსი პოსტები

იური მეჩითოვი საზოგადოებას ბოდიშს უხდის (ვიდეო)

ალბათ, უკეთესი იქნებოდა, საპრეზიდენტო არჩევნების დღე შაბათი ან კვირა ყოფილიყო-თამარ ჩუგოშვილი

Joni Kvaracxelia

ან დასაჯოს დამნააშავეები ან გადადგეს მთავრობა !! — შალვა ნათელაშვილი

დატოვე კომენტარი