covid-19

გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით არ განიხილება, რომ  კოვიდვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

«სამედიცინო დაწესებულებების მდგრადობის მიხედვით ფასდება რას შეიძლება სისტემამ და ქვეყანამ გაუძლოს. თუ სამედიცინო დაწესებულებები არ გვეყოლა კარგად მომზადებული იმისთვის, რომ მიიღოს გაზრდილი შემთხვევათა რაოდენობა სწორად, სწორად მართოს ისინი და ნაცვლად სამედიცინო მომსახურებისა, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ადამიანები გაგვიხდნენ ავად, ნამდვილად არ არის კარგი. ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში კოვიდვაქცინაცია რეკომენდაციული ხასიათისა და არ განიხილება, რომ სავალდებულო გახდეს, თუმცა, ეს თითოეული ადამიანის პირადი პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი მზადყოფნის თემაცაა. ვფიქრობ, რომ სამედიცინო საზოგადოებას, მიუხედავად მისი დამოკიდებულებისა, აქვთ ცოტა შენელებული დამოკიდებულება დროზე ვაქცინაციის მიმართ. მჯერა, მათთან სავალდებულოობის ელემენტის შემოტანა არ გახდება საჭირო და თითოეული მათგანი გახდება იმის ნიმუში, როგორ შეუძლიათ სხვას მაგალითი მისცენ, ვაქციანცია ჩაიტარონ და მზად დახვდნენ მორიგი შემოტევის ტალღას, რომელსაც კოვიდი გვიმზადებს»-განაცხადა ზახაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

საკარანტინე ვადები მცირდება

«უნდა ვემზადოთ, რომ უახლოესი კვირები ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ზრდის, მატების პერიოდი იქნება»-პაატა იმნაძე

ღარიბაშვილის კლასტერი-ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

roma sajaia

დატოვე კომენტარი