განცხადებები

«გახარია ჯალათიდან გადაიქცა წრუწუნად…უმხდალესი ადამიანია»-ბექა ბასილაია

რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ, დღეს უკვე აქციის მეთორმეტე დღეა, მოქალაქეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, რომელიც არის 20 ივნისის აქციის სისხლიანი დარბევის პასუხისმგებელი.

ამავე მოთხოვნით აქციის მონაწილეთა ნაწილი უკვე 1 კვირაა შიმშილობს.

«გახარია ჯალათიდან გადაიქცა წრუწუნად. მას უყვარს ესეთი ფრაზა, ფსევდოინტელექტუალური ცეკვები, ფსევდოინტელექტუალური ბოდვები იყო მთელი მისი ინტერვიუ. ამბობს, რომ პასუხისმგებელი ვარო და ბრძანება ვინ გასცა არ ამბობს. უმხდალესი ადამიანია. ამბობს, რომ გამოვიძიებო იმას, რაც მე თვითონ დავავალე ჩემს ხელქვეითებსო… პოლიციელებს ზურგს უკან ეფარება, ამაზე მხდალი შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოუდგენელია,» — განაცხადა  ბექა ბასილაიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«შეუძლებელია ყველა ბიზნეს ინიციატივის დაფინანსება» — აცხადებენ საბანკო სექტორის წარმომადგენლები

არჩევნები არ გაყალბებულა-კახა კალაძე

«თუ სამშობლოსთვის საჭირო იქნება ნიკა პარლამენტშიც შევა…»-ანზორ მელია

roma sajaia

დატოვე კომენტარი