განცხადებები

«გახარიას ეუბნებიან, რომ შენი ნებით, ხელბორკილები დაიდე საკუთარ ხელებზე»

«ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ევროპარლამენტარების წერილს ეხმაურება, მოგეხსენებათ უმწვავესად კრიტიკულ წერილში ია კერზაიას საქმეც არის მოხსენიებული.

“მტკიცედ მჯერა, რომ ვერც ერთი რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, ვერც ერთი გენინსპექციის თანამშრომელი დამოუკიდებლად, განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე ვერ გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა, აქ თავიდან ბოლომდე ბატონი გახარია რომ არ ყოფილიყო ჩართული. ადამიანი, რომელიც კურირებდა არჩევნებს შარშან სამეგრელოში. ეს ჩემთვის არის უდავო საკითხი. ამიტომ, ევროპარლამენტარების ეს წერილი შეიძლება განვიხილოთ შემდეგნაირად — პრაქტიკულად, გახარიას ეუბნებიან, რომ შენი ნებით, ხელბორკილები დაიდე საკუთარ ხელებზე. გახარია ამას თავისით არ გააკეთებს, მაგრამ აუცილებლად გააკეთებს შემდეგი ხელისუფლება. მე ამაში დარწმუნებული ვარ“ — განაცხადა ნიკა მელიამ

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ნაცებს ეშინიათ ჩემი და სწორადაც ეშინიათ. მაგის ჭკუა აქვთ»-სოსო გოგაშვილი

«იუდამაც ზუსტად ასეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს. ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით»-მეუფე იოსები

Joni Kvaracxelia

«არ დავუშვებ გეიაღლუმს…ჩემი შვილების სიცოცხლეს, უფალს, იესო ქრისტეს გეფიცებით»-სანდრო ბრეგაძე

დატოვე კომენტარი