ანალიტიკაპუბლიკაციები

გაყალბება თუ ადამიანური შეცდომა?

როგორც ირკვევა, საოლქო კომისიები დაუბალანსებელ და გადაწერილ ოქმებს საუბნო კომისიების მიერ ადამიანურ შეცდომებად აფასებენ. ერთი მხვრივ თითქოს გასაგებია, რომ დილის 7 სთ-დან გვიან ღამემდე დაძაბული სამუშაო გარემოს გამო კომისიის მდივანმა მართლაც დაუშვას ოქმის შევსებისას შეცდომა და რომელიმე მონაცემი არასწორად ჩაწეროს. ასეთი შემთხვევები ხდებოდა და მომავალშიც მოხდება, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ მსგავსი შეცდომები ოლქის ფარგლკებში 3-5 შემთხვევის ფარგლებში იყო ყოველთვის. მაგრამ როდესაც შესწორებული ოქმები 80%-ს აღემატება, ეს უკვე ტენდენციური სტატისტიკაა და სულ სხვა რამეზე მიუთითებს.
პირველ რიგში, მოდით ვიკითხოთ ვინ დგას ამ «ადამიანური შეცდომების» უკან. ესენი არიან ქართული ოცნების მიერ დანიშნული კომისიის წევრები, რომლებსაც არაერთ არჩევნებში მიუღიათ მონაწილეობა და შეიძლება ჩავთვალოთ გამოცდილ წევრებად. მათი უმრავლესობა სკოლის პედაგოგები და ბაღის ამღზრდელები არიან, უმაღლესი განათლებაც აქვთ, წერა კითხვაც იციან და მარტივ არითმეტიკაშიც ნამდვილად არ ეშლებათ. ასევე დავამატოთ, რომ ცესკო წლების განმავლობაში უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს ხარჯავს კომისიების ტრენინგებზე და მომზადებაზე. მაშ როგორ მოდხა, რომ გამოცდილმა კომისიის წევრებმა, რომლებსაც არაერთი არჩევნები აქვთ ჩატარებული, დაუშვეს ამდენი «ადამიანური შეცდომა»? პასუხი მარტივია, მათ ცესკოს სწავლების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე აურიეს ტვინი. ტრენინგებზე მათ ასწავლიდნენ არა საარჩვევნო პროცედურებს, არამედ ასწავლიდნენ გაყალბების სხვადასხვა მექანიზმებს. სწორედ ამ ტრენინგებზე ასწავლიდნენ თუ როგორ უნდა შეეზღუდათ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლება, როგორ გაეძევებინათ უბნიდან ურჩი დამკვირვებლები, როგორ გამორჩენოდათ ოპოზიციური ამომრჩევლის ბიულეტენებზე ბეჭდის და ხელმოწერის გაკეთება, როგორ გამოეტანათ უბნიდან ბიულეტენები სომხური კარუსელებისთვის, როგორ შეეშვათ უბანზე მარკირებიანი ამომრჩეველი, დათვლის პროცესში როგორ გაებათილებინათ ოპონენტის ბიულეტენები და დაეთვალათ ბიულეტენები ისე, რომ სასურველი შედეგები მიეღოთ. თუმცა ცესკომ ვერ გაითვალისწინა მთავარი, ასეთი მანიპულაციების შედეგი ყოველთვის არის დაუბალანსებელი და გადაკეთებული შემაჯამებელი ოქმები.
ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც წლების განმავლობაში არამიზნობრივად და უშედეგოდ ხარჯავდა საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ ათეულობით მილიონოთ ლარს საარჩევნო კომისიების ტრენინგებზე. სწორედ ამ გაფლანგულ მილიონებზე პასუხისმგებლობის შიშის გამო თამარ ჟვანია ბოლომდე ჩაყვება საფლავში ქართულ ოცნებას, რომელიც აუცილებლად გაწირავს მას და ხელებსაც შეახოცავს. თამარ ჟვანიას აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა არჩევნების გაყალბებისთვისთვისაც, გაფლანგული მილიონებისთვისაც და საარჩევნო ადმინისტრაციის ოცნების «კანტორად» გადაქცევისთვის.

ვალერი ჭელიძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

9 ფაქტი იმისა, თუ რატომ არის აფხაზი ქართველი და აფხაზეთი საქართველო. ვისწავლოთ მართალი ისტორია

Joni Kvaracxelia

არის თუ არა დემოკრატია შესაძლებელი ოლიგარქიაში ?!

ქართველი ისტორიკოსების პასუხი ვლადიმერ პუტინს

დატოვე კომენტარი