განცხადებები

გაფრთხილება უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს-საქართველოს საელჩოს განცხადება

საქართველოს საელჩო უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს:

«გაითვალისწინეთ კომენდანტის საათის რეგულაციები თქვენი ადგილსამყოფელი ქალაქის/ოლქის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად და მუდმივად იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ქალაქებს შორის გადაადგილებისას, გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა მოგიწიოთ შემოვლითი გზებით სარგებლობა, ასევე იქონიეთ მხედველობაში, რომ მოძრაობა გზებზე არის გადატვირთული, რაც საგრძნობლად ზრდის მგზავრობის სავარაუდო დროს.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ უკიდურესად არის გადატვირთული სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და საზღვრის კვეთისთვის შესაძლოა, დაგჭირდეთ რამდენიმე ათეული საათი.

გთხოვთ, ყურადღებით მიადევნეთ თვალი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საელჩოების და საკონსულო დაწესებულებების და უკრაინის ხელისუფლების ორგანოების ოფიციალურ ვებგვერდებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს: +380 (63) 376 77 68, +380 (63) 376 73 64, +380 (93) 544 01 17, +380 (93) 761 17 17»— აღნიშნულია უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოს საკანონმდებლო სისტემა ეთიკის კოდექსს გამოსცემს, რომლის მიხედვითაც დეპუტატებს გინება და შეურაწყოფა აეკრძალებათ

«ზაზა სარალიძე რუსთაველზე ნაციონალურ მოძრაობას ადგილს უნახავს»-ბიძინა ივანიშვილი

«სამართალი დასრულებული არ არის დაელოდეთ»-ივანიშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე

დატოვე კომენტარი