კრიმინალი

გაუჩინარებული რამაზ გერლიანი იპოვეს

სურამში და ძირითადად სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი, — ამის შესახებ ეკონომისტმა, რამაზ გერლიანმა, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი გაუჩინარება პოლიციელის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება.

„მივეცი უკვე განმარტება და მანამდეც დავწერე, რომ პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება იყო ძირითადი მიზეზი, რაც დროთა განმავლობაში დაგროვდა და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე“, — განაცხადა გერლიანმა.

შეგახსენებთ, ახლობლების ცნობით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, რამაზ გერლიანი, გაურკვეველ ვითარებაში 3 დღის წინ გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, რამაზ გერლიანს 3 დღე ვერ უკავშირდებოდნენ.

გერლიანი პოლიციამ 3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ დღეს დილით, სხვა ქალაქში იპოვა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ამ წუთებში! გურამიშვილზე 2 მამაკაცი მოკლეს

Joni Kvaracxelia

თბილისში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაჭრეს

ილნაზ გალიავიევს, რომელმაც ყაზანის სკოლაში ცეცხლი გახსნა, სასამართლომ ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი