მსოფლიოშისხვადასხვა

გარდაიცვალა 76 წლის ბრიტანელი რეჟისორი, ალან პარკერი

მისი გარდაცვალების მიზეზად ხანგრძლივი ავადმყოფობა სახელდება. ალან პარკერმა კინოკარიერა პარკერმა დაიწყო პროდიუსერ დევიდ პუტჰემთან ერთად, ფილმით „მელოდია“ (1971). მოგვიანებით პუტჰემი მისი რამდენიმე ცნობილი ფილმის პროდიუსერად იქცა, მათ შორის — „შუაღამის ექსპრესის“ (1978). ამ ფილმმა მნიშვნელოვანი სკანდალი გამოიწვია, ვინაიდან მისი მოქმედება მიმდინარეობდა თურქეთის ერთ-ერთ ციხეში. 1988 წელს იგი ნომინირებული იქნა ოსკარზე როგორც საუკეთესო რეჟისორი ფილმით „მისისიპი იწვის“ (1988).

მთელმა რიგმა მისი ფილმებისა დიდი მოწონება დაიმსახურა. ესენია: „ბაგსი მელოუნი“ (1976), „დიდება“ (1980), „პინკ ფლოიდი: კედელი“ (1982), „ვალდებულებები“ (1991) და „ევიტა“ (1996).

2002 წელს პარკერს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის კავალერის წოდება. სანდერლენდის უნივერსიტეტმა მას მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება (2005). პარკერი ასევე საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ მოყვარულია და ხშირად ესწრება მის თამაშებს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სომხეთში პაშინიანის გადადგომას ითხოვენ

ესპანეთის სამხედრო ძალების გენერალს უცნაური მიზეზით მოუწია თანამდებობიდან გადადგომა

«მიშა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ აირია…»-ელენე თევდორაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი