განცხადებებიკრიმინალი

გარდაბანში ცოლ-ქმარი ნათესავმა მოკლა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაბანში გასულ წელს მომხდარი მკვლელობა გახსნა — დაკავებულია 1 პირი, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

«შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გასულ წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

1984 წელს დაბადებული გ.ი. ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გასული წლის ივნისის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ ცოლ-ქმარს — 1942 წელს დაბადებულ შ.მ. -სა და 1935 წელს დაბადებულ ი.მ.-ს მათსავე საცხოვრებელ სახლში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებულების კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცოლ-ქმარი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.»-აღნიშნულია განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი..»-გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მიმართავს

roma sajaia

«დანამდვილებით ვიცი, რომ კათოლიკოს-პატრიარქი დეკანოზ მამალაძის შეწყალების შესახებ შუამდგომლობის მომხრე იყო»-მეუფე გრიგოლი (ვიდეო)

მაინც არის დიდი თავშეყრები,დიდი სუფრები და შესაბამისად ვრცელდება ინფექციაც-ამირან გამყრელიძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი