განცხადებები

გაოგნებული ვარ სასულიერო პირის, არჩილ მინდიაშვილის ანტისემიტური ქადაგების მოსმენით — რან გიდორი

საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი განცხადებას ავრცელებს;
«გაოგნებული ვარ სასულიერო პირის, არჩილ მინდიაშვილის ახლახანს გამოქვეყნებული ქადაგების მოსმენით, რომელიც შეიცავდა აღმაშფოთებელ ანტისემიტურ მესიჯებს. მათი ზოგადი კონტექსტი წარმოადგენდა მრევლის მიერ კოვიდ 19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან თავის შეკავებას.
ეს ფაქტი დაემატა ბოლო 8 თვის განმავლობაში წარმოთქმულ 3 არანაკლებ ანტისემიტურ ქადაგებას, რომლებიც წარმოთქვეს ქუთაისი-გაენათის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა (2020 წლის 20 დეკემბერი), ქუთაისის სამების ეკლესიის მღვდელმსახურმა ილია კარკაძემ (2021 წლის 4 იანვარი) და ეპისკოპოსმა საბა გიგიბერიამ (2021 წლის 8 თებერვალი).
საქართველოში არ არის ანტისემიტური საზოგადოება და ებრაელებს ყოველთვის მიესალმებოდნენ ამ ქვეყანაში. ჩვენი ორმხრივი სავაჭრო, კულტურული, სამეცნიერო თანამშრომლობები და ტურისტული კავშირები ამ 26 საუკუნოვანი მეგობრობის დასტურია.
თუმცაღა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ გაჟღერებული ანტიებრაული განცხადებები შეშფოთების საბაბს იძლევა და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. თვით ფაქტი, რომ მღვდელმსახურ მინდიაშვილის წაქეზება მალევე მოყვა 5 ივლისის ძალადობრივ თავდასხმებს ჟურნალისტებზე, ლგბტ აქტივისტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, უფრო მეტად შემაშფოთებელია და მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას.
ამ ფონზე, საქართველოს საპატრიარქომ საჯარო განცხადებით (24 აგვისტოს დათარიღებული) დაარწმუნა ისრაელის საელჩო, რომ ,,… სასულიერო პირების ნებისმიერი რადიკალური განცხადება და ანტისემიტური ხედვები არის სრულიად მიუღებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის». ჩვენ ასევე მივესალმებით მსგავს განცხადებას საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებებიდან.
გარდა ამისა, ეს უკანასკნელი წახალისება კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს აუცილებლობას გაწევრიანდეს 30-ზე მეტი ქვეყნისა და ორგანიზაციის რიგებში (მათ შორის ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია), რომლებმაც უკვე მიიღეს IHRA (ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსი)-ის მიერ შემუშავებული ანტისემიტიზმის არა სამართლებრივად სავალდებულო სამუშაო განმარტება.
მომავალ წელს ისრაელი და საქართველო აღნიშნავს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს. ჩვენ მოუთმენლად ველით აღვნიშნოთ საიუბილეო წელი მრავალი ახალი ერთობლივი პროექტით, შეთანხმებითა და ინიციატივით. ეს ასევე იქნება შესაფერისი შესაძლებლობა ვაღიაროთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობა ილია მეორის პირადი ღვაწლი, რომელიც სამართლიანად არის მიჩნეული ისრაელისა და ებრაელი ხალხის ჭეშმარიტ მეგობრად. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, უწმინდესის წინამძღოლობით, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაემიჯნოს ბნელ ხმებს, რომლებიც ავრცელებენ სიძულვილს, ფანატიზმსა და შეუწყნარებლობას და ნაცვლად ამისა წაახალისებს ძმობის, თანაგრძნობისა და სიყვარულის გზავნილებს.» — ნათქვამია განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

» «ტყვიის საწარმო» კი არა, პრემიერობისას რომ ასანთის გრანდიოზული საწარმო დააანონსე, ჯერ ის გახსენი და მერე ილაპარაკე»-ზაზა ბიბილაშვილი

2016 წელსაც ჩამოვიდა რუსი დეპუტატები საქართველოში, სად იყავით მაშინ?-ბიძინა ივანიშვილი (ვიდეო)

«მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ, რომ ყოველი დღის მადლიერი ვიყო და მიყვარდეს ადამინები»-ნინი გოგიჩაიშვილი მამაზე

დატოვე კომენტარი