პერსონასოცქსელი

განმარტებისთვის, ზურაბ გურულმა წერილი გამოაქვეყნა

ბოლო დროს, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის, ზურაბ გურულის საქართველოში CoVid-19-სთან ბრძოლის მეთოდებზე საკუთარი დამოკიდებულების ირგვლივ აჟიოტაჟის გამო, თავდასხმის სამიზნემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა.

«ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო,

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში პლაქვენილის თემა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა მიზეზთა და მიზეზთა გამო. 17 აპრილს ფეისბუქის კედელზე განთავსებული ჩემი სტატუსი, რომელიც არ წარმოადგენდა კონკრეტულ მიმართვას არცერთი ქართველი პროფესიონალისათვის, ატარებდა ერთადერთ მიზანს, დაეცვა პაციენტები შესაძლო არასასიამოვნო გართულებებისაგან და მიმეწოდებინა ჩემთვის ხელმისაწვდომი უახლესი ინფორმაცია კოლეგებისათვის.
ეს მიმართვა იყო გაგრძელება კოვიდ 19-თან დაკავშირებული სტატუსებისა და პოსტებისა, რომლებიც წარმოადგენდნენ ჩემი გამოცდილების დაუშურველად გაზიარების სურვილს საქართველოში მყოფი კოლეგებისათვის. მივიღე არაერთი მადლობა მიწოდებული ინფორმაციისათვის, რაც მათ დაეხმარა რეალურ პრაქტიკაში ახალი მიდგომების დასანერგად. მე არ მაქვს სურვილი იმისა, რომ ჩემს მიერ სოციალურ ქსელებში საჯაროდ გაზიარებული პროფესიული ხასიათის ინფორმაცია ვინმემ საკუთარი დესტრუქციული მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს.
შესაბამისად, მრავალი მიზეზის გამო არ ვაპირებ ამ მედიკამენტის ირგვლივ დისკუსიის გაგრძელებას. გარდა ჩემი პოზიციისა, ინფორმაცია საკმარისად არის საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში და საკმარისი ექსპერტებიც გვყავს ამ თემაზე სასაუბროდ.
ამასთან, სიამოვნებით გავაგრძელებ ჩემს სტატუსებსა და პოსტებს კოვიდ-19 თან დაკავშირებული თემატიკის ირგვლივ, რადგან მიმაჩნია, რომ დღევანდელ, უაღრესად რთულ და ცვლილებად პერიოდში გამოცდილების გაზიარება ამ ვერაგ და საშიშ ვირუსთან ბრძოლის შესახებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, პატივისცემას ვუცხადებ კოვიდთან მებრძოლ ყველა ქართველ კოლეგას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პლატფორმაზე გუშინ უკვე შედგა უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველი ექიმებისა, რასაც ყოველკვირეული ხასიათი ექნება. ყველა გაუგებრობა გარკვეული და გაანალიზებული იქნა და ქართველი ექიმები ერთ გუნდად გააგრძელებენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.
მოვუწოდებ იმ კოლეგებს, რომლებიც ისევ აგრძელებენ ამ თემაზე უსიამოვნო სპეკულაციებს, რომ სჯობს ერთობლივი ბრძოლა გავაგრძელოთ ვირუსის და არა ერთმანეთის წინააღმდეგ.
გმადლობთ!
პატივისცემით!» — წერს ზურაბ გურული.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«გურამ, არა მხოლოდ შენთან ვართ, ვამაყობთ შენით, გვიყვარხარ და გვისწორდება, რომ ეგეთი მაგარი ტიპი გვყავს ჩვენი სამშობლოდან»

«ეროვნების ნიშნით არავინ უნდა გავაძევოთ, მაგრამ საქციელი და განცხადებები კი უნდა გახდეს გაძევების მიზეზი»

roma sajaia

SOS! საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი