სხვადასხვა

«განგაში გამოცხადდა…რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას…»-საგანგებო ინფორმაცია საოკუპაციო ხაზიდან

რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას რომელმაც საოკუპაციო ღობე გაარღვია
აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს, სოფელ დიცთან, საოკუპაციო ღობეს „ჟიგულის» მარკის ავტომანქანა დაეჯახა და ოკუპირებული ტერიტორიიდან სოფელ დიცში შევარდა. ავტომანქანამ საოკუპაციო ღობის კარი მოგლიჯა და მძღოლი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სოფლის ცენტრში უვნებელი მივიდა. დიცის ცენტრში მან მანქანა გააჩერა და სოფლის მცხოვრებლებს გამოელაპარაკა.
ამ დროს საოკუპაციო ძალებში განგაში გამოცხადდა, საოკუპაციო ღობესთან ახლოს მათ სათვალთვალო კოშკურა აქვთ და იქიდან კარგად ხედავდნენ დიდი სიჩქარით მიმავალ მანქანას, თუმცა რუსეთის მესაზღვრეები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულს სოფელ დიცში აღარ შეჰყოლიან.

წყარო რადიო თავისუფლება:

Loading…

მსგავსი პოსტები

ძლიერი ქარის შედეგად თბილისში დაზიანდა 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 14 ხე…

ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური შეთქმულების გაზაფხული  დაუდგა

«ნახეთ, სისხლი მოდის, სისხლი…»-დაუჯერებელი კადრები სასაფლაოდან

დატოვე კომენტარი