მსოფლიოში

განგაშის ზარი საფრანგეთიდან

საფრანგეთში საქართველოდან სამკურნალოდ ჩასულ თუ ზოგადად ქართველ ემიგრანტებს მასიური გადეპორტება ემუქრებათ. ხალხი მასიურად ღია ცის ქვეშ დარჩა და მათ კარვებში უწევთ არსებობა. ეს მას შემდეგ მოხდა რაც საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. კერძოდ მან განაცხადა, რომ: «საქართველოს მოქალაქეების სოციალურად დაცულები არიან საკუთარ ქვეყანაში და მათ არ სჭირდებათ თავშესაფარის ძიება სხვა ქვეყნებში,» — სოციალურ ქსელში განცხადებას ქართული ლეგიონის ყოფილი მებრძოლი, გიორგი ცხაკაია ავრცელებს.
სამწუხაროდ, საფრანგეთის მსგავსად, ქართველების მიმართ იგივე ფაქტებს აქვს ადგილი სხვა ქვეყვებშიც. მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა ღია ცის ქვეშ დარჩენილ მრავალშვილიან ქართულ ოჯახებს.
გიორგი ცხაკაია მიმართავს ყველა ქართველს, რათა: «ერთად დავეხმაროდ და ვაიძულოდ საქართველოს პრეზიდენტი პასუხისმგებლობა აიღოს ქუჩაში დარჩენილ ქართველებზე.»
მხოლოდ საფრანგეთის ერთ ქალაქში 2000 ზე მეტი ადამიანი არ მიიღეს თავშესაფარში. ამ მოთხოვნით მონპელიეში იგეგმება გამოსახლებულთა მხარდამჭერი აქცია პარასკევს 15:00 საათზე პრეფექტურის მიმდებარე მოედანზე.

ფაქტები.ჯი

 

Loading…

მსგავსი პოსტები

რა საუბარი შედგა პუტინსა და ერდოღანს შორის?

«მოსკოვის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა» — ჰაიკო მაასი

40-წლიანი პაუზის შემდეგ, ABBA ახალ ალბომს გამოუშვებს

დატოვე კომენტარი