განცხადებები

«გამყიდველო არარაობებო, კაცთა მკვლელებო და მწამებლებო…ციხის საკნიდან მოგახდევინებთ ბოდიშს ამ ხალხისთვის!»-ირმა ინაშვილი

«დაიქოქა სააკაშვილ-ბოკერიების საინფორმაციო მანქანა- ტყუილის ბულდოზერი. დაინაწილეს ფრაზები და მეორეკლასელებივით იმეორებენ სხვადასხვა ეთერებში. ვუსმენ და გულწრფელად მეცინება. თურმე ნუ იტყვით, ჩვენს მრავალათასიან აქციებზე ჩვენი კი არა, «ქართული ოცნების» პარტიის წევრები დგანან. რატომაა ეს სისულელე? მაგალითად, თავისუფლების მოედანზე, 15 ივნისს, პაპანაქება სიცხეში ჩვენს შეკრებაზე 42 000 კაცი რომ მოვიდა და მე რომ მიკროფონში ვაცხადებდი: არა- «ქართულ ოცნებას» და არა- მწამებლების პარტიებს, ნუთუ ამ 42 000 კაცში, მწამებლების ლოგიკით, ერთი მაინც არ აღმოჩნდა, ვინც «ქართული ოცნების» წევრი იყო და მის პარტიაზე გული ეტკინა? რატომ ერთმა მაინც არ მისცა ინტერვიუ,- მე ოცნების მხარდამჭერი ვარ და არ ვიზიარებ პატრიოტების ამ მოწოდებასო?! სააკაშვილ- ბოკერიებს ამ პიარ-ხრიკით იმისი თქმა სურთ, თითქოს ჩვენ მხარდამჭერები არ გვყავს, რადგან სინამდვილეში სწორედ ჩვენი მხარდამჭერების უპრეცედენტო რაოდენობით, სულისკვეთებითა და დაუღლელი ბრძოლით არიან შეშფოთებულ- დაზაფრულები. ვეუბნები მწამებელთა პარტიების თავებს: თქვენზე ასჯერ ძლიერები ვართ და რაც მთავარია, მართლები ვართ ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე! მრავალათასიანი აქციებიც ამ სიმართლის შედეგია.

ხალხი, რომელიც მოდის ჩვენს აქციებზე, საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარია. მათ არ მოუპარავთ ბიუჯეტიდან მილიონები, როგორც ამას სააკაშვილ- ბოკერიები აკეთებდნენ, არ ჩაუბარებიათ კოდორი და ახალგორი, არ გაუყიდიათ სამშობლო! და თქვენ, ჩვენი მიწის გამყიდველო არარაობებო, კაცთა მკვლელებო და მწამებლებო, პირი გამოირეცხეთ, როცა ამ პატიოსან ხალხს 20 ლარზე გაყიდულ მოღალატეებს უწოდებთ. თითოეულ მათგანს მადლობას ვეუბნები და ვპირდები: ციხის საკნიდან მოგახდევინებთ ბოდიშს ამ ხალხისთვის!

ახლა მეორე, უკვე დიდიხნის წინ გაცვეთილი პიარ-მიმართულება, თითქოს ჩვენ ანტიდასავლური ძალა ვართ. სამხედრო მიუმხრობლობა, რა პლატფორმაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არაა ანტიდასავლური მოდელი. ის სწორედაც რომ დასავლური პლატფორმაა, გავიხსენოთ შვედეთის, ფინეთის, ავსტრიის და იგივე შვეიცარიის მოდელები. ამდენად, დასკვნა მარტივია: სამხედრო მოუმხრობლობა კი არაა ანტიდასავლურობა, არამედ ადამიანთა წამებაა ანტიდასავლურობა და კრამერების კონფერენციაზე მე სწორედ ეს ვუთხარი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენ გვინდა ევროკავშირი, მაგრამ ავსტრიისა და ფინეთის სქემით! მაშ, ვინაა ანტიდასავლური? ვინც აწამებდა, კლავდა, ართმევდა, აყალბებდა!

სააკაშვილ- ბოკერიების მესამე პიარ- მიმართულებას შეიძლება პირობითად ვუწოდოთ «დამაბნეველი ჭორების გავრცელება». აქ რუპორები არიან ლაქიები, იგივე გიორგი ვაშაძე, რომელსაც თავში, ტვინის ნაცვლად, ძაფი აქვს და ყურები ამ თხელ ძაფზეა დამაგრებული, ასევე, რესპუბლიკელები და სხვა ნულოვანი პოლიტპერსონაჟები. ნულოვანი ლაქიები გვაბრალებენ, თითქოს ჩვენი პარტიის სახელწოდება მოსკოვმა მოიფიქრა, თითქოს კადიროვის სპეცრაზმთან გვაქვს საიდუმლო კავშირი, თითქოს ჩემი ყელსაბამი რუსული დროშის ფერებშია გადაწყვეტილი, ცილისწამება კლინიკურ ფორმებამდე მიდის, ამიტომ ეფექტი იქნება მინუს ერთი! სააკაშვილ- ბოკერიების ინსტრუმენტი ამ საინფორმაციო შეტევისას, ცხადია, მედიასაშუალებების ნაწილია: on.ge, FactChek.ge, ტაბულა, ნათია ზამბახიძის კერძო საკუთრება, მწამებლების პარტიული რუპორი «რადიო თავისუფლება» და სხვანი, ანუ სააგენტოები, ძირითადად, ერთკაციანი აუდიტორიით! აქვე უნდა წარმოვიდგინოთ დეპუტატი გიორგი კანდელაკი, რომლის მთავარი ფუნქცია ცხოვრებაში,- ესაა ჩვენი გამოსვლებიდან ციტატების ამოჭრა, კონტექსტიდან მოწყვეტილი ფრაზების თარგმნა და უწყვეტ რეჟიმში საელჩოებისთვის გაგზავნა. გაუგონარი ტყუილის ნაკადი!!!

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ტყუილისა და დეზინფორმაციის ეს ომი გაგრძელდება. საინტერესო აქ სხვა რამ არის. ჩვენი მრავალათასიანი აქციების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი აღიარებებს არ აკლებს კიევში ჩაყვანილ ახალგაზრდა პარტაქტივს,- 100%-ით ვიცი, რომ თუ ნეიტრალიტეტს არ გამოვაცხადებთ, რუსები ცხინვალს წაიღებენო. ისიც კი არ ესმის, რომ თავისი პირით ადასტურებს,- სამხედრო მიუმხრობლობა სწორი და სასარგებლო გზაა ჩვენი ქვეყნისთვის.

მწამებლებს ვეუბნები: თქვენი პიარ- ომი დამთავრდება საინფორმაციო ნაღმზე თქვენი საზეიმო აფეთქებით.»

ირმა ინაშვილი, «პატრიოტთა ალიანსის»დეპუტატი.

Loading…

მსგავსი პოსტები

ჯეიმს აპატურაი ფეისბუქში სპეციალურ სტატუსს აქვეყნებს

«ჩემი გეგმა იყო, რომ ჩვენ დავუბრუნებდით საქართველოს იგივე შემოსავალს, რაც 1988 წელს, საბჭოთა წელს იყო»-სააკაშვილი

Joni Kvaracxelia

კახი კალაძემ გასულ წელს ვერ აითვისა 200 მილიონ ლარზე მეტი…ამ თანხებს საარჩევნოდ გამოიყენებენ- ირაკლი ნადირაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი