კრიმინალი

გამოძალვის ბრალდებით 3 პირს პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ბრალდებით დაკავებული სამი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და მათ პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება მეოთხე დაკავებულს, საქმის პროკურორის თქმით, მას დღეს წარედგინება ბრალი და პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე ბრალის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში მიმართავს.

„დღეის მდგომარეობით სასამართლოში ჩატარდა სამი ბრალდებულის აღკვეთის შეფარდების სასამართლო სხდომა, მათ შეეფარდათ პატიმრობა იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის დასაბუთებულობა. ამ საქმეზე არის ასევე მეოთხე დაკავებული, რომელიც დაკავებულ იქნა გუშინ, მას დღეს წარედგინება ბრალდება და ბრალის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში მივმართავთ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. სამი ბრალდებული, რომელთაც შეეფარდათ პატიმრობა, 19 სექტემბერს დააკავეს“, – აღნიშნა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ქობულეთში დაკავეს ბაბუა რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილზე იძალადა

ზუგდიდის ცენტრში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს-ამ წუთებში ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ

ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. მას უკეთდება ქირურგიული ოპერაცია

დატოვე კომენტარი