განცხადებები

გავრილოვი ზურაბიშვილის განცხადებით კმაყოფილია

რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა „პარლამენტსკაია გაზეტასთან“ საუბარში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს იწონებს.

შეგახსენებთ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს ანსამბლეაზე განაცხადა, რომ  საქართველო მზად არის გვერდი აუაროს ეროვნულ კანონმდებლობას და მიიღოს რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს ღონისძიების ფარგლებში.

«როგორც ჩანს, საქართველო მზად არის, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღსადგენად სრული მოცულობით, მათ შორის, დიპლომატიური ურთიერთობითა და ელჩების გაცვლით. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გამარჯვების იუბილის წინა პერიოდში. ჩვენ მზად ვართ, პატივი მივაგოთ დიდი სამამულო ომის დროს ყველა გარდაცვლილს. საქართველო ყოველთვის იყო მრავალეროვანი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კვლავ გახდება მრავალეროვანი კეთილმოსურნე რესპუბლიკა»-განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

უმრავლესობის ლიდერების კომენტარები ივანიშვილის ინტერვიუზე

მერკელის პარტიის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს ევროკავშირის ახალ სანქციებს ბელორუსის მიმართ

იან კელი ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას გამოეხმაურა

დატოვე კომენტარი