მსოფლიოშიპოლიტიკა

გაეროს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასრულდა

გაეროს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მოლაპარაკებები კლიმატის შესახებ კომპრომისული შეთანხმებით დასრულდა. სამიტი COP 25, რომელიც მადრიდში პარასკევს უნდა დასრულებულიყო 15 დეკემბრამდე გაგრძელდა. საბოლოო შეთანხმებაზე მხარეები ორი დღე და ღამე მუშაობდნენ. ევროკავშირი და კუნძულოვანი სახელმწიფოები პარიზის შეთანხმების ხელმომწერებს სათბურის გაზების დონის შესამცირებლად მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ მსხვილი ეკონომიკების წინააღმდეგობას გადააწყდნენ.

საბოლოოდ, კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგ სამიტამდე, რომელიც მომავალ წელს გლაზგოში გაიმართება, ახალ ვალდებულებებს წარადგენენ. თუმცა მთავარი საკითხი — სათბურის გაზების საერთაშორისო ბაზრის შექმნის მექანიზმების განმარტება — ვერ გადაწყვიტეს.

მეცნიერები ასეთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი კომპრომისი საგანგაშო კლიმატურ მდგომარეობას ადეკვატურად არ ასახავს.

კონფერენციაში მონაწილეობას 25 000 დელეგატი მიიღებს, მათ შორის გრეტა ტუნბერგი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

იტალია covid-19 -თან ბროლაში. ბოლო მონაცემები

„ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა ლიეტუველმა დეპუტატებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის განვითარების სტრატეგიის საკუთარი ხედვა წარადგინეს

Joni Kvaracxelia

თელავის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

დატოვე კომენტარი