მსოფლიოში

გაეროს განცხადება ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე

ბელარუსში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვითარების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, ანაის მარინმა ოფიციალურ მინსკს მოუწოდა, შეაჩეროს „საკუთარი ხალხის მიმართ რეპრესიები“ და მიუთითა ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ათასობით მონაწილის დაკავებაზე. მარინის განცხადება მოჰყვა ბელარუსში ახალ საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა მონაწილეები მხარს უჭერენ ქვეყნის მასშტაბით გაფიცვებს. მის პირველ დღეს, 26 ოქტომბერს, მთელს ქვეყანაში კიდევ ასობით ადამიანი დააკავეს. მარინის ინფორმაციით, რაც მან გაეროში გამოსვლისას ახსენა, სულ მცირე, 20 ათასი ადამიანი დააკავეს ბელარუსში აგვისტოსა და სექტემბერში, ასობით მათგანი ნაცემი და ნაწამებია. მომხსენებელმა ილაპარაკა ასევე მუქარის, დაშინებისა და დაკავებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის სხვა შემთხვევებზე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბელარუსთან მიმართებაში განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში სამხედრო კომისარს პირდაპირ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში ესროლეს

იტალიაში ძლიერი აფეთქების შედეგად დაიღუპა ქალაქის მერი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი