ანალიტიკაპუბლიკაციები

ბრძოლა რუსეთსა და საქართველოს შორის მორიგ ფაზაში შედის

ცხადია, რომ ივანიშვილი ღარიბაშვილს არ გადააყენებს. იმიტომ კი არა, რომ უყვარს. არამედ იმიტომ, რომ ეს რომ გააკეთოს, მთელი სისტემა ჩამოეშლება: ბანდამ უნდა იცოდეს, რომ მეთაური მათ ყველა ვარიანტში დაიცავს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ასეთი მეთაური არ სჭირდებათ.
უფრო მეტიც: ღარიბაშვილი ახლა ივანიშვილის ყველაზე ძვირფას კადრად იქცა — სისხლშია გასვრილი, ამიტომ თავისი ბატონის ბოლომდე ერთგული იქნება და ბოლომდე იბრძოლებს. იმიტომ კი არა, რომ უყვარს. არამედ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს.
არ გახსოვთ, როდესაც «ახლგაზრდა რევოლუციონერების» წყალობით 2019-ში რევოლუციური მუხტი წარმატებულად დასამარდა, ივანიშვილმა თვალთხარია გახარია არათუ გადააყენა, პრემიერად დანიშნა. დაუფასა სისხლიანი ერთგულება.
ეს ყველაფერი მარტივი და გასაგებია. საკითხავი ისაა, რას გააკეთებს ოპოზიცია ხვალ, 12:00 საათის შემდეგ, როდესაც აღმოჩნდება, რომ ბიძინას მათი ულტიმატუმი ზედ ქოცზე ჰკიდია.
P.S. ნეტა ვინმემ იცოდეს, როგორ მინდა არ გამართლდეს ჩემი გუშინდელი პროგნოზი!

ლევან ფესვიანიძე, ბიზნესის მართვის სპეციალისტი

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსული შემოტევები და ქართული საზოგადოება

Joni Kvaracxelia

«ვინც თვლის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ამ ქვეყნის უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, ვფიქრობ, მინიმუმ, ღრმად ცდება»

Joni Kvaracxelia

იზოლირებული წერილები (რა იყო ეს ?!) — I ნაწილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი