სხვადასხვა

ბრიტანეთის ეროვნული გმირი. ვეტერანი ტომ მური, რომელმაც მილიონობით გადაურიცხა ექიმებს, 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

ბოლო დრომდე, არავინ იცნობდა თავმდაბალ, ინგლისელ, პენსიონერ ტომ მურს. თუმცა, მას შემდეგ რაც მან ექიმებისთვის ფულის შეგროვება გადაწყვიტა, ის არა მხოლოდ ცნობილი ადამიანი, არამედ ეროვნული გმირი გახდა. თან მას პოლკოვნიკის წოდებაც მიენიჭა.
მურმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაიარა კიბოს მკურნალობა და მოტეხილი ბარძაყის გამოჯამრთელების პროცესშია, უნდოდა ათასი ფუნტის საჩუქრად გადაეცა მადლიერების ნიშნად ბრიტანელი ექიმებისთვის. თუმცა მან შეაგროვა 30 მილიონზე მეტი. ეს თანხა ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის დამატებით დაფინანსებაზე გადადის.
ხუთშაბათს, სამეფო საჰაერო ძალების ვეტერანის, თომას მურის 100 წლისთავი (მეგობრები და ახლობლები მას კაპიტან მურს ეძახიან) აღნიშნეს მისი სახლის თავზე სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენითა და პრემიერ-მინისტრის მილოცვებით.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დასავლეთ აფრიკაში, მალიში 134 ადამიანი მოკლეს

«ღამე დაიძინა და დილით უნახავთ გარდაცვლილი»-ამერიკაში 25 წლის ქართველი გარდაიცვალა

«ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში დამამთავრებელ კლასებში გოგონებს დაურიგდებათ ქალიშვილობის მოწმობები»-ასათიანი გიორგი

დატოვე კომენტარი