განცხადებები

«ბორია, შენი მუქარების მე არ მეშინია,აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ» — მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და განცხადებას ავრცელებს:

ის, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩაფლავებულია, ეს ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევის დამსახურებაა. ახლა ივანიშვილი ისტერიულად ეძებს ვინმე სხვა კანდიდატურას — ხან ვის სთავაზობს, ხან ვის…
ვინც არ უნდა დააყენოს, ის საკუთარ თავზე იწვნევს საზოგადოების ძალას და დამარცხდება!
ახლად წარდგენილი გუბერნატორებიდან, თითქმის ყველა სუსის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან.. რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ივანიშვილი ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის და ხალხის ნების იგნორირებისთვის. ასევე, ჩემი ჩამოსვლისთვის… გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება. ის ჩემი ნაცნობი მას რა სახელითაც იყო რუსეთში ცნობილი, იმ სახელით იცნობს-ბორისად. ასე რომ, ბორია, შენი მუქარების მე არ მეშინია, აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ, მკურნალობას დაგინიშნავ და ხალხიც ყველანაირად მოგხედავს. არ გიშველის გოგაშვილის შეცვლა”- წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ღაზის სექტორში ოპერაცია «გაგრძელდება ისრაელში მშვიდობის დაბრუნებამდე — ბენიამინ ნეთანიაჰუ

«დღეს სოხუმის დაცემის დღეა და წაგების უფლება არ მქონდა»-ლაშა ტალახაძემ გამარჯვება სოხუმის გმირებს მიუძღვნა (ვიდეო)

რადიკალური ზომებია მისაღები, რომ ქალბატონ მაიასავით აღარავინ იყოს გატაცებული-გრიგოლ ვაშაძე

დატოვე კომენტარი