covid-19მსოფლიოში

ბოლო 24 საათი ირანსა და იტალიაში

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 415 ადამიანი დაიღუპა, რაც გუშინდელთან შედარებით მცირედით ნაკლებია. გუშინ იტალიაში „კოვიდ-19“-ით 420 ადამიანი დაიღუპა. მონაცემების მიხედვით, ეს 17 მარტის შემდეგ დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი, 63 120 ათასამდე გაიზარდა.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 357-ია, რაც გუშინდელთან შედარებით 680-ით ნაკლებია. უკვე მეექვსეა დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში იკლებს.

ირანში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 76 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით 5 650 ადამიანია გარდაცვლილი.

საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 89 328-ს მიაღწია, მათგან 3 096 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაზე ტარიფები დასავლეთმა მკვეთრად გაზარდა

რა ოდენობის თანხით დაჯარიმდებით თუკი ქორწილს რესტორანში გადაიხდით?

Joni Kvaracxelia

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გერმანიას მოუწოდა შეაჩერონ «ჩრდილოეთ ნაკადი — 2» -ის მშენებლობა

დატოვე კომენტარი