განცხადებები

ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს- «დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი»

«ქართული ოცნების» თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილი  პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

«სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა».

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

კერძო სექტორი რეგულირების სისტემის დანერგვის დაჩქარების აუცილებლობაზე ალაპარაკდა

ქართულ ოცნებას ჰკიდია ევროკავშირი — ზურა ჯაფარიძე

ჩვენი მოთხოვნა ახალი არჩევნებია — ზაალ უდუმაშვილი

დატოვე კომენტარი