განცხადებები

«ბიძინა ივანიშვილი თავად ეხმარებოდა 9 აპრილის „გმირებს“ რუსეთში, გენერალ ლებედს საარჩევნო კამპანიის დროს»

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი  ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა:

„ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად ეხმარებოდა 9 აპრილის „გმირებს“ რუსეთში, გენერალ ლებედს საარჩევნო კამპანიის დროს. ამიტომ ეს ფარისევლობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი მუდმივად აკეთებს და ამ შემთხვევაში, 9 აპრილთან დაკავშირებით, უკვე ნათელია ჩვენი საზოგადოებისთვის. იმედი მაქვს, რომ ასეთი ფარისევლობა, გამიზნული ისევ საარჩევნო პერიოდებზე, არ იქნება მიღებული ქართველი საზოგადოების მხრიდან და არჩევნების დროს ამას პასუხი გაეცემა,“-განაცხადა  ჭიაბერაშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველო და სომხეთი არიან მოძმე ერები-პაშინიანი

«ივანიშვილი ფარცხალაძის პამპერსებით დარბის» — ალეკო ელისაშვილი (ვიდეო)

130 ათასამდე შშმ პირი გაზრდილ პენსიას ვერ მიიღებს

დატოვე კომენტარი