სოცქსელი

«ბიძინას თამაში კი არაა, ბიძინას პარტია ეშლება და მისთვის ეს ტრაგედიაა»-ნიკა მელია

«ერთიანი ნაციონალური მოძრაობის»  ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:

«ივანიშვილს პროცესებიც გაექცა და ხალხიც გაურბის. ვინც სულ ცოტა ხნის წინ პარტიას და მის ბელადს ადიდებდა, დღეს უკვე ღიად აგინებს პარტიას და მხოლოდ ბიძინას არ ესხმიან (საჯაროდ) თავს. ცხადია, ესეც ჯერჯერობით.

ივანიშვილს უმრავლესობაც და პარტიაც მარტივ მამრავლებად ეშლება და ეს პროცესი შეუქცევად სახეს იღებს. ივანიშვილის უძლეველობა რომ ცარიელი მითი იყო, ეს ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდა, როცა მისი ხელისუფლების დასასრული დაიწყო. დაწყებული დასასრული გრძელდება და ბოლოშიც მალე გავა.

რეალობა ესაა, რომელსაც ბევრი სხვაგვარად წარმოაჩენს — ზოგი შეგნებულად, ზოგიც უნებლიედ შეთქმულებების თეორიებშია და ამ პროცესებს ისე ასაღებს, თითქოს ბესელია კი არ წავიდა, ან ბიძინამ კი არ გააგდო, არამედ ეს ივანიშვილის საჭადრაკო სვლაა 2020 წლის არჩევნებზე გათვლილი.

მაინც რა უკონტროლო ფანტაზია უნდა გქონდეს რომ ბესელია იმ ფიგურად წარმოიდგინო, რომელიც რამე დასაყრდენს იპოვის ელექტორატში.

ბიძინა არც ისეთი გონიერი და ძლიერია რომ პარტიის ხელოვნური დაშლით პარტიის გაძლიერება შეეძლოს და არც ისეთი უტვინო და ბრიყვი, რომ ბესელიას დაეყრდნოს და დაიჯეროს რომ იგი მაგნიტად გამოდგება ელექტორატის მისაზიდად.

მოკლედ, ეს ბიძინას თამაში კი არაა, ბიძინას პარტია ეშლება და მისთვის ეს ტრაგედიაა.»-წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«46 ეპისკოპოსიდან 40 ხომ მაინც დიდი ბიზნესმენია! მერე რა, რომ 70 ათასი ბავშვი შიმშილობს»

«ეს არის „ნიკორას“ პროდუქცია, რომელშიც აღმოჩნდა წრუწუნის ფეხი…ჩემი მეგობარი ახლაც საავადმყოფოში წევს»

Joni Kvaracxelia

«მომავალი წლიდან ახალ გეოპოლიტიკურ ერაში შევაბიჯებთ»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი