განცხადებებიპოლიტიკა

«ბინძური და აბსურდული ცილისწამება»-სერგი კაპანაძე ჩარკვიანის ბრალდებებს პასუხობს

«ევროპული საქართველო» გაეწრთიანებული ოპოზიციის ეწრთ-ერთი ლიდერი  თაკო ჩარკვიანის ბრალდებებს პასუხობს.

შეგახსენებთ პარტია «კანონი და სამართლის» ლიდერი თაკო ჩარკვიანი “ევროპულ საქართველოს” თაღლითობაში ადანაშაულებს

«მოვისმინეთ ,,ძალა ერთობაშია» კოალიციის ერთერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადება, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და ცილისწამებით ასავალ-დასავალის და ქართული ოცნების სტილში. აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანებული «ძალა ერთობაშია» კოალიციის ერთერთი ლიდერის განცხადება ჩვენი ინიციატივის კრიტიკას კი არ წარმოადგენდა, ან თუნდაც მწვავე შეფასებას, არამედ იყო ბინძური და აბსურდული ცილისწამება, თითქოს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. ჩარკვიანი კოალიციის ერთერთი სპიკერია, შესაბამისად ევროპული საქართველო მოვითხოვთ ნაციონალური მოძრაობის და კოალიციის სხვა ლიდერებისგან მკაფიო პოზიციოს დაფიქსირებას ამ ბინძურ ცილისწამებაზე. მათ უნდა დააფიქსირონ ემიჯნებიან და გმობენ ამ განცხადებას, თუ ეთანხმებიან მის პათოსს, ან თუნდაც დუმილს ირჩევენ ჩარკვიანის საქციელთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში ამ გზავნილზე თანხმობის ნიშანია,» -განაცხადა «ევროპული საქართველოს» დეპუტატმა სერგი კაპანაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«გახარიამ თითი დამიქნია, მაცალე ლაპარაკიო…თვითონ მაცალე ლაპარაკი მეთქი»-ზაზა სარალიძე გიორგი გახარიასთან შეხვედრას იხსენებს

«მინდა მონაწილეობა მივიღო ახალი უკრაინის მშენებლობაში»-მიხეილ სააკაშვილი

„ფეისბუქმა“ რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები გააუქმა

დატოვე კომენტარი