მსოფლიოშიპროტესტი

ბელარუსის ქალაქ გროდნოში სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

ბელარუსის ქალაქ გროდნოში სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქცია ერთ-ერთი რაიონის მილიციის განყოფილებასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა საწარმო „გროდნო აზოტის“ 28 მუშა დააკავეს. მომიტინგეები დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვდნენ და რამდენიმესაათიანი პროტესტის შედეგად მიზანს მიაღწიეს.

არსებული ინფორმაციით, როდესაც საპროტესტო აქცია უკვე იშლებოდა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა მათი დაკავება დაიწყეს. ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა, შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ გამოაქვეყნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში თავისი ტელეფონის ნომერი?

აშშ-ში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტურობის საფუძველზე სამსახურიდან დასაქმებულის დათხოვნას ვერ შეძლებს

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ქაბულის აეროპორტთან სავარაუდო თვთითმკვლელი ტერორისტის ავტომობილი დაბომბა

დატოვე კომენტარი