განცხადებები

«ბევრ ადამიანს ესმის სახლში ჯდომის აუცილებლობა, მაგრამ როგორ გაუმკლავდეს უფულობას?»- «ევროპულმა საქართველომ» მთავრობას გამოსავალი შესთავაზა

«ბევრ ადამიანს ესმის სახლში ჯდომის აუცილებლობა, მაგრამ როგორ გაუმკლავდეს უფულობას, როდესაც დანაზოგი არ აქვს, ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს ან ყოველდღიური ლუკმაპურისთვის გამოდიოდა სახლიდან?

კორონავირუსის გამო გაღრმავდა ის ეკონომიკური კრიზისი, რის გამოც ბევრ ოჯახს უმცირდება შემოსავალი ან საერთოდ კარგავს მას და ვეღარ ფარავს გაზრდილ ხარჯს.

„ევროპული საქართველო“ მთვარობას სთავაზობს, 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი დაურიგოს ყველა ოჯახს გარდა იმ ოჯახებისა, სადაც ოჯახის ერთ წევრს მაინც აქვს 40,000 ლარზე მეტი შემოსავალი.
ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში არსებობს, თუკი მთავრობა დათნხმდება „ევროპული საქართველოს“ წინადადებას და 8 თვით შეაჩერებს დაგროვებით საპენსიო ფონდში სავალდებული საპენსიო შენატანებს. ამ გზით სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც შეიძლება მიმართული იქნეს კომუნალურ ვაუჩრებზე.

ვაუჩერებს მოქმედების ვადა წლის ბოლომდე ექნება და ოჯახს მისი გამოყენება სურვილისამებრ ნაწილ-ნაწილ ან ერთბაშად შეეძლება კომუნალური გადასახადების დასაფარავად.»-წერს სოციალურ ქსელში «ევროპული საქართველოს» ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«სკანდალური ექსკლუზივი: ასე გაჩნდა რუსთავი 2-ში ქიბარ ხალვაში,ფული მას არ გადაუხდია,წილი ისე გაუფორმეს და სანაცვლოდ,აზერბაიჯანში ბიზნესიც დაულაგეს»-ელისო კილაძე

Joni Kvaracxelia

დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ — კახა ოქრიაშვილი

«გახარიას გაპრემიერება პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილებაა»-ხუხაშვილი

დატოვე კომენტარი