სხვადასხვა

ბაღდათში, ტრაგედიის შემდეგ ბავშვების მამამ თვითმკვლელობა სცადა-ის ახლა შოკურ მდგომარეობაშია

ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ოჯახის უფროსმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც ოჯახის ახლობელი გურამ გორგოძე ამბობს, იმედა გოტოგოძე წუხელ პოლიციამ შეაკავა და ახლობლებმა ის სოფელში წაიყვანეს.

მისი ინფორმაციით, ის ახლა შოკურ მდგომარეობაშია.
„წუხელ ეს ყველაფერი, რომ მოხდა გონზე არ იყო. თვითმკვლელობა სცადა, პოლიციამ შეუშალა ხელი და ბიძაშვილთან, სოფელ წითელხევში წაიყვანა. ახლაც შოკურ მდომარეობაშია, საუბარი არ შეუძლია, — ამბობს ოჯახის ახლობელი გურამ გორგოძე.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 4 მცირეწლოვანი ბავშვია.

პრაიმტაიმი

Loading…

მსგავსი პოსტები

უქმე დღეებში ამინდი გაუარესდება

LIVE: თბილისში საცხოვრებელ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს

Joni Kvaracxelia

მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი