სხვადასხვა

ბაირამობას გილოცავთ ჩვენო მუსლიმო დებო და ძმებო

დღეს მუსლიმები რამადან ბაირამის, იგივე ფითირ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. რამადანი მუსლიმთა კალენდრის მიხედვით მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ თვეში მიანიჭა ალაჰმა მუჰამედს შუამავლის, მოციქულისა და ყურანის გამავრცელებლის მისია.

რამადან ბაირამის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღვის, როცა მორწმუნეები დღის განმავლობაში არც საკვებს იღებენ და არც წყალს სვამენ.

წელს დღესასწაული განსხვავებულად ტარდება. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მეჩეთებში ლოცვები აღარ ჩატარდა და მორწმუნეები მხოლოდ სალოცავის ეზოში შეიკრიბნენ. მათ მეჩეთებში შესაწირი მიიტანეს, ხოლო ლოცვები საკუთარ სახლებში აღავლინეს. ტრადიციული სახალხო ზეიმი გაუქმდა მარნეულშიც. ჩვენი გამოცემის სახელით ვულოცავთ ყველა მუსლიმს, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს.

ვანო გომურაშვილი

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ გადადგა თანამდებობიდან ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი

ევაკუაცია გამოცხადდა „კარფურში“ — მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს

Joni Kvaracxelia

20 ყველაზე მოულოდნელი ფაქტი ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი