სიახლენი

ბათუმში ქუჩაში მდებარე სავაჭრო ობიექტები და რესტორნები დაჯარიმებას აპროტესტებენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 20 დღეში ბათუმში ტროტუარებზე განთავსებული 42 კაფე-ბარი და სავაჭრო ობიექტი დააჯარიმეს. ინფორმაციას «აჭარის ტელევიზია» ავრცელებს. საჯარიმო სანქცია, მთლიანობაში, 15 ათას ლარზე მეტია. ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო მონიტორინგს გარემოვაჭრეებთან და და კაფე-ბარების მეპატრონეებთან, გამკაცრებული მიდგომების ფარგლებში, ბათუმის მერის 12 ივლისის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს. პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ქუჩების ტროტუარები გათავისუფლდება. მომავალი კვირიდან კი წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გარემოვაჭრეებს და კაფე-ბარების მეპატრონეებს გააფრთხილებენ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

სოფელ სვენეთთან მდებარე ტყის მასივი იწვის

კერძო სექტორი რეგულირების სისტემის დანერგვის დაჩქარების აუცილებლობაზე ალაპარაკდა

„აქ სხვა ამბავია და ის უდღეური ბიძინა გადარეულ მიშას აბრუნებს“- გოგი წულაია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი