კრიმინალი

ბათუმში მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ძებნილი პირი — 1974 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ღამით, ბათუმში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს — 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

Loading…

მსგავსი პოსტები

თბილისში, კრიმპოლმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

სკოლის მოსწავლე დაჭრეს, 2 ოპერაცია ჩაუტარდა-რა მოხდა წყალტუბოში?

roma sajaia

«თეტრალური უნივერსიტეტი, როგორც კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდე»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი