პოლიტიკასხვადასხვა

ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩასაშლელად ქამადაძემ შპრიცით «მძაფრსუნიანი» ნივთიერება დაღვარა

ბათუმის საკრებულოს მოქმედმა წევრმა მირდატ ქამადაძემ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ნივთიერება დაღვარა, რომელიც მისივე თქმით, «უწყინარია», თუმცა ისეთი სუნი აქვს, რომ დარბაზში ვერავინ გაჩერდება. ამ გზით ქამადაძემ სხდომის ჩაშლა სცადა.

«მე მგონია, რომ დღევანდელი საკრებულოს სხდომა არ უნდა ჩატარდეს, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. მე ხელში მიჭირავს შპრიცი, რომელშიც არის სრულიად უწყინარი ნივთიერება, მაგრამ აქვს ისეთი სუნი, რომ აქ ვეღარ გაჩერდებით. პარლამენტში რაც იყო [ის არის]. მე ვრჩები ბოლომდე აქ, იმიტომ, რომ არ იფიქროს ვინმემ, ეს ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საშიში არაა», — თქვა მირდატ ქამადაძემ სხდომაზე, რის შემდეგაც იგი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.

ბათუმის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას ამის საშუალებას არ მისცემენ.

ისინი ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმიურია. შენობასთან დილიდან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

Loading…

მსგავსი პოსტები

«მასწავლებელი, რომელიც თმის ვარცხნილობის გამო მე-5 კლასელი მაქსიმეს გენდერს ეჭვქვეშ აყენებს და ჯგუფს მიმართავს გასარკვევად ბიჭია თუ გოგო, არის დამნაშავე!!»

მოსახლეობის ევაკუცია ქუთაისში-აფეთქების შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი

ხანძარი მთაწმინდის პარკთან (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი