კრიმინალი

«ბავშვი რატომ მოკალიო, ტიროდა და რას ვუზამდიო, ეგ უთქვამს“- სასტიკი მკვლელობა ხადას ხეობაში

«კურიერს»ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ადგილობრივები ესაუბრნენ.

4 წლის ბავშვის მკვლელობაში და ასევე ბავშვის მშობლების მკვლელობაში დაკავებულია 1998 წელს დაბადებული პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებს, სწორედ მკვლელობაში ბრალდებულმა უჩვენა პოლიციას ის ადგილი, სადაც 4 წლის ბავშვი დამარხა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივები «კურიერს» დეტალებზე უყვებიან:

„უთქვამს, რომ მე მიგაცილებთო, უთხრა, რომ მწყემსი ვარ, ისინი მე ვნახე. ვითომ ამ ქალს შეეშველა და ეს ქალი გადმოხტა. კაცს სახეში გაურტყია, წავიდა გამწარებული, ავიღე თოფი და კაცს ვესროლეო. ბავშვი რატომ მოკალიო, ტიროდა და რას ვუზამდიო, ეგ უთქვამს,“- განაცხადეს  ადგილობრივებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღნიშნეს რომ მკვლელობაში ბრალდებულ 1998 წელს დაბადებულ პირს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

მთავარმა პროკურატურამ წინასწარ შეურჩია შალვა თათუხაშვილს თაღლითი ნეფარიძეს ბიუროს ადვოკატები

40 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს

10 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების გამო პოლიციამ მისივე მამა დააკავა

დატოვე კომენტარი