განცხადებები

«ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი, არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი»-სალომე ზურაბიშვილი (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარტვილში, 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა

„მე ვერ გავარკვევ რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ მე,
როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი, არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს. ამიტომ აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები. მე ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე. ამავდროულად უნდა ვთქვა ისიც, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ვოლსკი, ინაშვილი და სხვა ქოცები ერთის მხრივ, რუსეთთან ომით აშინებენ ხალხს»-რა თქვა სინამდვილეში რასმუსენმა?- ოთო კახიძე

თურქეთი ნატოს შეხედულებებს არ იზიარებს

გიგი უგულავა და ელენე ხოშტარია პარტიას ტოვებენ?

დატოვე კომენტარი