განცხადებები

«ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით…»-ნიკა მელია «ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

«პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას არაერთი დღე დასჭირდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. დანამდვილებით ვიცი, რომ პარტიაში განსხვავებული პოზიციებია ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც ვერ გეტყვით რა შედეგით დასრულდება. პარტიასთან, ჩემს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, — პარტიის წევრებს არ ვეძახი, ვაპირებ ამ საკითხების დეტალურად გავლას, ამის გარდა, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით. მგონია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული და რაციონალური»- განაცხადა მელიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უნიფორმა აქვთ

ანიტა რაჭველიშვილის ღია პროტესტი

თბილისის მერია თბილისის ანძის განათების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

დატოვე კომენტარი