განცხადებები

ახლა რომ იყოს არჩევნები, ისევ მხარს დავუჭერდი…ხატია სიჭინავა ზურაბიშვილზე

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა „პრაიმტაიმთან“ პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებების საქმეს ეხმაურება:

„ასეთი შეცდომა, რაც საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა, მის წინამორბედებსაც, მიხეილ სააკაშვილსაც და გიორგი მარგველაშვილსაც ჰქონიათ. ყველას ჰყავდა ერთი ცუდად შეწყალებული პატიმარი. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის მიუღებელია ეს ფაქტი…

მე დიდად ჩახედული არ ვარ ამ საქმეში, საინფორმაციო გამოშვებებსაც კი არ ვუყურებ. ზოგადად, საზოგადოებაში რა აზრიც მუსირებს, მაქედან შემექმნა წარმოდგენა. ისე, რომ გითხრათ, ჩავეძიე და ზუსტად ვიცი რა მოხდა-მეთქი, ვერ ვიტყვი.

ვიცი, რომ პატარა, 18 წლის მკვლელი არის შეწყალებული, რომელის შეწყალებაც სავარაუდოდ, არ იყო საჭირო… თუმცა, მოჭიდავე რამაზ დევაძე, მე როგორც ვიცი, სინამდვილეში გამშველებელი იყო და რაღაც ისე აეწყო ყველაფერი… მაგაზე ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება შეცდომა იყოს მისი შეწყალება, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა რაც მოხდა, ვფიქრობ, რომ საზოგადოების რისხვას გამოიწვევდა და მით უმეტეს მშობლების, რომლებსაც 18 წლის ბიჭი მიწაში ჩაუწვინეს. მე უბრალო მოქალაქის გადმოსახედიდან გეუბნებით, თუნდაც მისი მშობლების ადგილზე, ღმერთმა არ დამაყენოს, მაგრამ რომ ვიყო, რა ტქმა უნდა შეცდომაა ასეთი ადამიანების შეწყალება, რომლბსაც ალბათ, ბევრად ნაკლები დანაშაულისთვის შეიძლება შეეწყალებინათ ვინმე, მე მგონია, რომ შეცდომაა.

რა ვქნათ, ყველა ჩვენს პრეზიდენტს და ჩვენს მთავრობას მოსდით ძალიან დიდი შეცდომა, ახლა რომ იყოს არჩევნები, შესაბამისად ქალბატონ სალომეს არ ექნებოდა ეს შეცდომები დაშვებული და ალბათ, ისევ მხარს დავუჭერდი — განაცხადა «პრაიმტაიმთან» ხატია სიჭინავამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«რაც დავდექი მინისტრად ნახევარზე მეტი ვიმუშავე ადგილზე, ნახევარზე მომიწია შვებულება»-ქობულია

«აფხაზებს აღარ უნდათ ჩვენთან ყოფნა»-ირმა ინაშვილი (ვიდეო)

რატომ გაუქმდა 15 მაისის აქცია?-ზაალ უდუმაშვილის განმარტება

roma sajaia

დატოვე კომენტარი