კრიმინალი

ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის მანქანას ცეცხლი უკვე მეორედ გაუჩნდა

ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის მანქანას ცეცხლი უკვე მეორედ გაუჩნდა. მას მანქანა შემთხვევის დროს სახლთან ჰყავდა.

«არ ვიცი ვინ იყო, მანქანას ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. დავრეკე 112-ზე და პატრული და სახანძრო მოვიდა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს, მანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი, აღარ გამოდგება,» — ამბობს ამბარცუმ ბაბოიანი.

პირველად ამბარცუმ ბაბოიანის მანქანა 2017 წელს აფეთქდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო და მოგვიანებით ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან დაზარალებულად ცნეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ფეისბუქმა კოკა ყანდიაშვილს 790 ყალბი გვარდი წაუშალა

Joni Kvaracxelia

თურქეთის მოქალაქე დააკავეს ყალბი ფულის გასაღებისთვის

აბაშაში მამაკაცი დანით დაჭრეს

დატოვე კომენტარი