covid-19მსოფლიოში

ახალი შეზღუდვები აშშ-ის ზოგიერთ შტატებში

ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლება 14-დღიან სავალდებულო კარანტინს აწესებს იმ 16 შტატიდან ჩასული პირებისთვის, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა.

„მაშინ როდესაც კორონავირუსით დაზარალებული შტატების რიცხვი იზრდება, ნიუ-იორკის შტატი იღებს საჭირო ზომებს, რათა უზრუნველყოს ეკონომიკის უსაფრთხო და ეტაპობრივი აღდგენა. მანამდე ჩვენ დავაწესეთ კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარი პარამეტრები და ვინაიდან ეს პარამეტრები კიდევ 8 შტატში დაირღვა, ამ შტატებიდან ჩამოსული პირები 14-დღიან კარანტინს გაივლიან“, — განაცხადა კუომომ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რთული ეპიდვითარება ისრაელში

საკარანტინე ვადები მცირდება

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეიზღუდა

დატოვე კომენტარი