განცხადებები

ახალგაზრდები პრემიერს განცხადებით მიმართავენ

მიმდინარე წლის 23 აპრილს, საქართველოს რვა  უნივერსიტეტის 26-მა სტუდენტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართა. სტუდენტების მხრიდან, გაჟღერდა სურვილი, რომ შექმნილიყო საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრებიც ერთი მხრივ, შეასრულებდნენ შუამავლის როლს მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის, ხოლო მეორე მხრივ, შექმნიდნენ პრეცენდენტს, რომელიც რიგ ქვეყნევში უკვე დაშვებულია.

პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი  დაინტერესდა აღნიშნული ინიციატივით, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, საკითხის განხილვა დროებით შეჩერდა.

სტუდენტები, ამჯერად, მიესალმებიან საქართველოს პრემიერის, მამუკა ბახტაძის წინადადებას, ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უწინდებურად მზად არიან ინიციატივის განსახორციელებლად. ისინი გამოთქვამენ იმედს, რომ პრემიერ-მინისტრი მათ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

«მიმდინარე წლის 23 აპრილს ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა ღია წერილით მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რათა ჩამოყალიბებულიყო საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. აღნიშნული საინიციატივო ჯგუფი შედგება საქართველოს 8 უმაღლესი სასწავლებლის 26 სტუდენტისაგან. მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანია, გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და მონაწილეობა ქვეყნის მმართველობით პროცესში. ასევე, მივიჩნევთ, რომ ახალგაზრდებს გვაქვს შესაძლებლობა ვიკისროთ ერთგვარი მაკავშირებელი რგოლის ფუნქცია მთავრობასა და საზოგადოებას შორის. ფორმატი არაერთ ახალგაზრდას მისცემს თვითრეალიზების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ ღია მიმართვის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა ჩვენი ინიციატივით, გაიმართა კონსულტაციები მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, თუმცა დღის წესრიგის ცვლილების გამო, წამოწყების ხორცშესხმა ვერ მოხერხდა.

მივესალმებით  პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ გზავნილებს ახალგაზრდობის ჩართულობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას,  აქტიურად ვიმუშაოთ ეკონომიკის, განათლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საგარეო პოლიტიკის,  ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, იურისპრუდენციის, კულტურისა და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ახალგაზრდულ ენერგიასა და იდეებს საჭიროებს.

იმედს გამოვთქვავთ, რომ პრემიერის მიერ გაცხადებული ღიაობა, ახალგაზრდების ჩართულობის მიმართ, იქნება ინდიკატორი ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისა და მოგვეცემა შესაძლებლობა ღირსეული მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში» — ნათქვამია განცხადებაში.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ბაშოზე იმპერატორის თასის მოსაგებად გავალ,»-ტოჩინოშინი

ცეცხლოვანი მუსტანგი ცეცხლით და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას, ნეპოტიზმს-ხაზარაძე

roma sajaia

«გთხოვთ, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია…1500 მა ადამიანმა მოასწრო გამოსვლა. დანარჩენები ჩარჩნენ»-დავით ქაცარავა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი