განცხადებები

«ახალგაზრდა ქალი უთოთი უწამებიათ. გილოცავთ მხედრიონის დაბრუნებას»

«ახალგაზრდა ქალი უთოთი უწამებიათ. (გილოცავთ მხედრიონის დაბრუნებას).
პოლიცია დამნაშავეებს ეძებსო. ნუ შეწუხდებით ბიჭებო და ნურც ჩვენი გადასახადებით ნაყიდ საწვავს დახარჯავთ.
მასეა მასე. რა დღეა დღეს? 30 სექტემბერი. სამი თვის გულისთვის არ ღირს წვალება. საახალწლოდ თქვენს დაპატიმრებულ დამნაშავეებს ჩვენი ფრანგი პენსიონერი აუცილებლად შეიწყალებს (დაავალებენ ბიძინაჩემს კრიმინალები და ესეც მოაწერინებს ხელს. არ თქვათ ახლა ვერ იზამსო).
სამაგიეროდ ამ სისხლის მსმელებს ციხეში ეყოლებათ ეტლს მიჯაჭვული ჯიქური, ლოგინად ჩავარდნილი მამა გიორგი (100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ უდანაშაულოა), ძალიან მაგარი ქართველი — ბაჩო თამლიანი, ზურა ბუდაღაშვილი, ჰუსეინ მაჩალიკაშვილი, კობა კოშაძე და სხვები. ნუ აღარაფერს ვიტყვი ბიძინასთვის ყველაზე საშიშ პოლიტიკურ ოპონენტზე — ირაკლი ოქრუაშვილზე. ესენი ხომ გახარია-ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმრები არიან.
დროებითია ეს ყველაფერი. დროებითები ხართ თქვენც სისხლიანო მთავრობავ. ისტორიის ფურცლებზე ბევრგან ჩაიწერება თქვენი გვარები.
#ჩვენმაინცგავიმარჯვებთ!
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
#ირაკლიპოლიტპატიმარია!»

გურამ ჩალაგაშვილი, პარტია «გამარჯვებული საქართველო»

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«თუ ისევ საზოგადოების არჩევანია მიხეილ სააკაშვილი და მისი ჯგუფი, მაშინ ჩათვალეთ, რომ ემოცია ჭარბობს რაციონალიზმს”

მიმდინარე წელს განათლების სამინისტრო სკოლებში ინოვაციური სისტემების დანერგვას გეგმავს

«რუსეთი ხო დააჩოქა, ახლა ირანის ჯერია!»-ნიკა გვარამია

დატოვე კომენტარი