მსოფლიოში

აშშ-ში გრძელდება საპროტესტო აქციები

ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში ათასობით დემონსტრანტი ზურგზე დადებული ხელებით მიწაზე დაწვა და გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდისთვის სამართლიანობა მოითხოვა.

ათასობით მომიტინგემ მშვიდობიანი მსვლელობა გამართა პორტლენდის ბერნსაიდის ხიდამდე. ხიდთან მისვლისას აქციის მონაწილეები მიწაზე დაწვნენ, ხელები ზურგზე დაიწყეს და ასეთ პოზიციაში ცხრა წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. „ვერ ვსუნთქავ“, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რაც ჯორჯ ფლოიდის ბოლო სიტყვებია.

მოგვიანებით პორტლენდში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანი ესროლეს.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სიეტლში, რასიზმის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპაციას ეხმაურება

„ფეისბუკს“ და „გუგლს“, ავსტრალია მედიასაშუალებებისთვის გადასახადს დააკისრებს

დატოვე კომენტარი