განცხადებები

აშშ-ს საელჩო ვაჟა გაფრინდაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ს საელჩო ექიმ, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმსრთ ე.წ. გამოტანილ  განაჩენზე განცხადებას ავრცელებს.

«აშშ-ის მთავრობა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებას და არც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილ დღევანდელი განაჩენის ლეგიტიმურობას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დეფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციაში არსებულ პირებს, რომელთაც მათზე გავლენა აქვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი გაფრინდაშვილი.

შეერთებული შტატები ამ სამწუხარო შემთხვევას ხედავს როგორც მორიგ სიმპტომს უფრო დიდი პრობლემისა, რაც არის ოკუპაცია და აგრესია. აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა მოხდა სხვა დაკავებების ფონზე, ასევე გაუარესებულია ჰუმანიტარული სიტუაცია, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანთა ცხოვრებას, როდესაც ისინი ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას და გაუარესებულია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ სიტუაცია, რაც ზედმეტად უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებასა და ყოფაზე ორივე მხარეს. ჩვენ ვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, სადაც ამ კონკრეტულ და ფართო საკითხებს ყველა შესაბამისი მხარის წინაშე ვაყენებთ.

The government of the United States does not recognize as legitimate the de facto authorities in the occupied region of South Ossetia, nor does it recognize as legitimate today’s sentencing of Dr. Vazha Gaprindashivili. We again call on the de facto authorities, and those in the Russian Federation who have influence on them, to allow for the immediate release of Dr. Gaprindashvili.

The United States sees this unfortunate case as a symptom of the much bigger problem of occupation and aggression. We note that this case has developed in the context of other detentions, of a worsening humanitarian situation that endangers lives when people cannot receive appropriate medical care, and of a worsening situation along the administrative boundary line (ABL) which unnecessarily affects the lives and livelihoods of people on both sides of the ABL. We are using all the tools available to us, including the Geneva International Discussions, where we raise this case and these broader issues with all relevant parties.» — ნათქვამია განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«საპატრიარქოს შენობაში რამდენიმე სასულიერო პირი შეიარაღებულია»

რატომ დატოვა გიორგი ვაშაძემ «ნაციონალური მოძრაობა?»

ვისაც, სადაც და როცა გნებავთ, მზად ვარ არჩევნებისთვის, პარტია იმსჯელებს-ნიკა მელია

დატოვე კომენტარი