განცხადებებიოკუპაცია/დევნილებიპოლიტიკა

აშშ-ს საელჩომ საქართველოში გუგუტიანთკარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა

გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ოკუპაცია. ამჯერზე ოკუპაციის ხაზი გაავლო გუგუტიანთკარის ტერიტორიაზე, თუმცა საქართველოს ხელისუფლება «გაგებით» ეკიდება და უსუსურად აკვირდება მცოცავი ოკუპაციის პროცესებს.

აღნიშნულ პაქტთან დაკავშირებით აშშ-ს საელშოს პრესის და ინფორმაციის ატაშეს, კრის დევენპორტი აღშფოთებულია რუსეთის მოქმედებით და მან ამის შესახებ განცხადებაც გაავრცელა.

„ეს სოფელი გუგუტიანთკარია. აქაურობა სავსეა ულამაზესი ხილის ბაღჩებითა და გასაოცარი ხალხით. დღეს განსაკუთრებით გულსატკენი იყო იმის ხილვა, როგორ ითვისებენ რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ხალხის მიწებსა და სახლს, მათ ხომ მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრება სურთ. ამ ადამიანებს ართმევენ მთელი ცხოვრების მონაგარს და საზოგადოებას ორად ყოფენ. ამის ფონზე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო გუგუტიანთკარელების მტკიცე გზავნილების მოსმენა ერთობასა და საქართველოს კეთილდღეობაზე.
დღეს გუგუტიანთკარის ხალხის გვერდით ამაყად ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას» — კრის დევენპორტი, აშშ-ის პრესის და ინფორმაციის ატაშე.

«This is the village of Gugutiantkari, filled with beautiful fruit orchards, populated by wonderful people. It was heartbreaking to see today how Russian occupation forces are taking land and homes from people who want only to live in peace in their own country. Their livelihoods have been taken from them, and their community is being cut in two, which makes it even more moving to hear their resilient messages about the unity and hope of this magnificent country. Today, I am proud to stand beside the people of Gugutiantkari to say that the United States will never accept the Russian occupation of Georgia’s sovereign territory.» — Chris Davenport, Information Officer.» — წერს კრის დევენპორტი.

ფოტოები: აშშ-ს საელჩოს ფეისბუქ გვერდიდან

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«გრიშა და მიშა შეთანხმდნენ, რუსეთში უნდა ეზეიმათ ჩვენი მიწა-წყალის განადგურება და ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა»-დავით მაღრაძე

«ბიძინა ივანიშვილი ნარკობარიგობისათვის დაპატიმრებულ იქნას საერთაშორისო მართლმსაჯულების პროცედურებით“-შალვა ნათელაშვილი

Joni Kvaracxelia

გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

დატოვე კომენტარი