პოლიტიკა

«აშშ სრულიად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას»- ჯეიმს გილმორი

დღეს ეუთოში მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს.ეუთოში აშშს ელჩის ჯეიმს გილმორის განცხადებით აშშ სრულიად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას ასევე ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია: გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ არსებულ პოზიციებზე. ჯეიმს გილმორის განცხადებით უსამართლოდ აისახება ამ რაიონში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობაზე. ე.წ. საზღვრის გავლება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატები კვლავ დააკვირდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსული სამხედრო ძალების ზრდას და მომავალშიც გამოააშკარავებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტებს.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა იაპონიის საელჩოში

Joni Kvaracxelia

ევროპარლამენტმა უარი თქვა ლუკაშენკოს პრეზიდენტად აღიარებაზე

Joni Kvaracxelia

«ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, გიორგი გახარია გადადგებოდა»-«ოცნების» დეპუტატი რომან კაკულია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი