სხვადასხვა

აშშ-საელჩოსთან გამართულ აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა დაღუპული ბაჩალიაშვილის ოჯახს

დღეს აშშს საელჩოსთან 23 წლის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა აქციას გამართეს. ოჯახი უნდობლობას უცხადებს საქართველოს საგამოძიებო უწყებებს და საელჩოს სთხოვს გამოძიებაში FBI ჩაერთოს.

«პირადად მე ამ საელჩოს წინ ვაპირებ შიმშილობის დაწყებას. ველოდები 3 დღის მანძილზე, გაგზავნილია წერილი ოფიციალურად. თუ არ მოხდება FBI-ის ჩართულობა, მე პირადად დავჯდები აქ და დავიწყებ შიმშილობას. აქციაზე მივიდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის შვილიც, თემირლან მაჩალიკაშვილი, პანკისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა. მან სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა ბაჩალიაშვილის ოჯახს.

«ერთი ეს იცოდეთ, სიკვდილზე რომ მომიწიოს წასვლა, მე თქვენს გვერდით ვდგავარ», — უთხრა მალხაზ მაჩალიკაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საგამოძიებო კომისიაში ქართულმა ოცნებამ დასკვნა ვერ წარმოადგინა (ვიდეო)

სოფელ შაშვებთან ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ამ წუთებში გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

დატოვე კომენტარი