განცხადებები

აშშ-მა საქართველოს სანაპირო დაცვას ორი სადარაჯო ხომალდი „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია» გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ  საქართველოს სანაპირო დაცვას „აილენდის“ კლასის ორი სადარაჯო ხომალდი  ოჩამჩირე“ და „დიოსკურია გადასცა, აღნიშნული გადაცემის პროცესი  ფოთში ცერემონიით მიმდინარეობდა, სანაპირო დაცვის ბაზაზე გამართული ღონისძიების  მიმდინარეობისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა  გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისასა განაცხადა:

ხომალდების გადმოცემის ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ღირსშესანიშნავ თარიღს და ვზეიმობთ ორ ღონისძიებას. დღეს სრულდება 20 წელი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შექმნიდან და დღეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიერ საქართველოს გადმოეცემა „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი. მინდა, პირველ რიგში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას მივულოცო. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მისი ღვაწლისთვის, რომელსაც ის ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის და განსაკუთრებით სანაპირო დაცვის მიმართულებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე რთული იქნება საზღვაო უსაფრთხოების დაცვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«მიხეილ სააკაშვილი «ქართული ოცნებისგან“ ფულს იღებს»-პაატა ზაქარეიშვილი

«რუსეთი დაესხა თავს საქართველოს და ქართველმა ხალხმა უპასუხა ამ თავდასხმას»-ჯონ მაკკეინი

აშშ-მ და ევროკავშირმა საქართველოს მთავრობის ბედი გადაწყვიტეს — გიორგი ვაშაძე

დატოვე კომენტარი